ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე არანაკლებ პოლიტიკური ავანტიურისტია- ხათუნა ხოფერია
08/10/2021
10:33
პოლიტიკა
A-
+A
ძალიან დავინტერესდი, ვინ იყო ლიზა იასკო და როგორც აღმოჩნდა, ის მიხეილ სააკაშვილზე არანაკლებ პოლიტიკური ავანტიურისტია. მას აქვს დაპირისპირება უკრაინაში, იყო ევროსაბჭოში დელეგაციის ხელმძღვანელი და რაც მთავარია სანდო უკრაინულ წყაროებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აბრალებენ რუსეთთან ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ„იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, ლიზა იასკო უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, ხოლო მამამისმა, რომელიც ცნობილი მევიოლინეა, რუსული კულტურის ფონდი შექმნა.
„ანუ, ქართულ ავანსცენაზე გამოჩნდა ასე ვთქვათ ახალი ფიგურა, რომელიც აქ მოვიდა გარკვეული სტატუსით და განაცხადეს, რომ ოჯახი აქვთ. ეს რომ იყოს მიშასი და ვისიც არ უნდა იყოს პირადი ცხოვრება, არ შევეხებოდი ამ თემას, მაგრამ ამ ადამიანის უკან არის სერიოზული პოლიტიკური ავანტიურა. ლიზა იასკოს ძალიან აგრესიულ აქციებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ორგანიზატორს. ის გამოირჩევა თავისი აგრესიულობით“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
0
0
91413
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%