
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ფუნიკულიორის Elevador da Gloria ვაგონის ლიანდაგიდან გადასვლისა და ავარიის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტრამვაი, რომელიც ლისაბონის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, გვიან ღამით ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული სამი წლის ბავშვია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლადაა შეფასებული. დაღუპულთა ცხედრები ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავდა 21 ადამიანი.
დაღუპულთა და დაშავებულთა ეროვნება ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ მათ შორის უცხოელებიც არიან.
„ეს ჩვენი ქალაქისთვის ტრაგიკული დღეა... ლისაბონი გლოვობს ამ ტრაგიკულ ინციდენტს“, - განუცხადა მერმა კარლოს მოედასმა ჟურნალისტებს.
პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუსამ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და შესაბამის ორგანოებს დაავალა, სწრაფად დაადგინონ ავარიის მიზეზი.მ
ლისაბონის სახანძრო სამსახურის ცნობით, მოშვებული კაბელის გამო ტრამვაის ვაგონმა კონტროლი დაკარგა და შენობას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია პიკის საათის დროს, ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათის შემდეგ მოხდა.
0
0