16/12/2022
15:03
მსოფლიო
16 დეკემბერს, პარასკევს ღამით, საფრანგეთის ქალაქ ვო-ენ-ველენში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი 3-იდან 15 წლამდე. კიდევ 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ორი მეხანძრე, განაცხადა ოვერნი-რონ-ალპის რეგიონის პრეფექტურამ.
ლიონის გარეუბანში შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო მანქანა მივიდა. ხანძრის ჩაქრობაში სპეციალიზებული სამსახურის 170 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა, მოგვიანებით კი მეოთხე სართულზე გავრცელდა, განუცხადა BFMTV-ს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა. კვამლმა გაართულა მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჯერ არ იცის შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი. გამოძიება დაწყებულია, აღნიშნა შსს-ს ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ კონტაქტზეა რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
0
0