
ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ირანში ცვლილებები ხორციელდება.
„აიათოლებს: უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხალხის მკვლელობას თუ განაგრძობთ, რომელიც უკეთეს ცხოვრებას მოითხოვს, დონალდ ტრამპი თქვენ მოგკლავთ. ცვლილება ახლოვდება ირანში. ეს იქნება უდიდესი ცვლილება შუა აღმოსავლეთის ისტორიაში, რათა ნაცისტური რეჟიმი მოვაშოროთ ირანის ხალხს. დახმარება გზაშია“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
შეგახსენებთ, ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციები ქვეყნის, სულ მცირე, 17 პროვინციაშია. ანტისამთავრობო აქციების ფარგლებში, ათასობით ადამიანია გამოსული ქუჩაში. როგორც ცნობილია, აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანია დაღუპული, 1200-ზე მეტი კი დაკავებული.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026