
ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, მშვიდობა იქამდე არ იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ წინამძღოლის პოზიციაშია.
როგორც გრემი სოციალურ ქსელში წერს, „ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ“.
„იმედი მაქვს, ჟენევაში გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იქნება, უკრაინა და აშშ შეძლებენ შეთანხმებას ამ საშინელი ომის დასრულების გზაზე. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მშვიდობისკენ სწრაფვას, თუმცა ჩემთვის ნათელია, რომ მშვიდობა იქამდე არ იქნება, ვიდრე პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ წინამძღოლის პოზიციაშია. ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას. ამის დაშვება მთელ მსოფლიოში მეტ აგრესიას წაახალისებს და ყველას დაგვატყდება თავს. ამ მხრივ, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, მალე ვიპოვით სამართლიან და საპატიო მშვიდობას, მაგრამ პუტინი თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის უარყოფას, სამშვიდობო წინადადებებთან დაკავშირებით კომპრომისს და კაპიტულაციის დაჟინებით მოთხოვნას, მაშინ დროა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად დაიწყონ თავიანთი კარტებით თამაში“, – წერს გრემი.
I hope the meetings in Geneva will bear fruit, and that Ukraine and the United States can agree on a way forward to end this horrible war. I appreciate President Trump and his team for trying to push for peace. However, it is clear to me that there will be no peace as long as… https://t.co/PxYs9VnIe5
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) November 25, 2025
0
0