
ესპანეთის უარის გამო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა აშშ-სა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომში, ლინდსი გრემი* ესპანეთიდან ამერიკული ავიაბაზებისა და თვითმფრინავების გაყვანას ითხოვს- ამის შესახებ მან "ფოქს ნიუსთან" განაცხადა.
„იმისათვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა აქტიურობა დაიწყონ, უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ავიაბაზები ესპანეთიდან. ისინი არასაიმედონი არიან. გადავიტანოთ ყველა ეს თვითმფრინავი ისეთ ქვეყანაში, რომელიც ნებას დაგვრთავს გამოვიყენოთ ისინი, როდესაც საფრთხეს გვიქმნის ისეთი რეჟიმი, როგორიც ირანია. ჩვენს მეგობრებს ესპანეთში: ბიჭებო, თქვენ გზა აგერიათ. მე აღარ მსურს თქვენთან საქმის დაჭერა. მინდა, რომ ჩვენი ბაზები, ჩვენი ავიაბაზები ესპანეთიდან გადავიდეს ქვეყანაში, რომელიც მათი გამოყენების საშუალებას მოგვცემს.- განაცხადა გრემაა, რომელმაც ასევე არაბულ ქვეყნებს მიმართა:
"ვცდილობდით დაგხმარებოდით ახალი ახლო აღმოსავლეთის მშენებლობაში. თქვენ აქ უნდა გააქტიურდეთ. მე ვერ ჩავალ სამხრეთ კაროლინაში და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ვიბრძვით, თქვენ კი ღიად არ იბრძოლებთ. ის, რასაც კულისებში აკეთებთ, უნდა შეწყდეს. არაბული სამყაროს ორმაგ თამაშს, ბოლო უნდა მოეღოს. მე ვბრუნდები სამხრეთ კაროლინაში. მე მათ ვთხოვ, გაგზავნონ თავიანთი შვილები ახლო აღმოსავლეთში. რაც მე თქვენგან მინდა ახლო აღმოსავლეთში — ჩვენო მეგობრებო, საუდის არაბეთო და სხვა ადგილებო — არის ის, რომ გამოხვიდეთ და თქვათ: ეს არის ჩემი ბრძოლაც. მე ვუერთდები ამერიკას. მე საჯაროდ ვმონაწილეობ ამ რეჟიმის დამხობაში. თუ ამას არ გააკეთებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ და საკუთარ თავს ართმევთ შესაძლებლობას, გქონდეთ საუკეთესო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ამას გეუბნებით, როგორც მეგობარი“.- თქვა ლინდსი გრემმა.
0
0