25/08/2025
15:08

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში „კოორდინირებული საინფორმაციო შეტევა“ უწოდეს რამდენიმე ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთი ლიეტუვაში ამზადებს აქტივისტებს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების დროს არეულობის მოსაწყობად.
სააგენტო BNS-ის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ლიეტუვის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს ჭორს და განიხილება, როგორც „შეცდომაში შემყვანი კოორდინირებული საინფორმაციო შეტევა, რადგან ამას არაფერი შეიძლება ჰქონდეს საერთო რეალობასთან“.
„ეს ქმედებები პირდაპირ არის დაკავშირებული დემოკრატიული ღირებულებებიდან და ევროპული გზიდან საქართველოს ხელისუფლების გადახვევასთან, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებთან“, – განაცხადეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს.
0
0