
ლიეტუვის პარლამენტმა გააფართოვა სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთაშორისო სანქციების ნებისმიერი დარღვევის ან შეზღუდვებზე გვერდის ავლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
სეიმმა 87 ხმით დაამტკიცა ცვლილებები საერთაშორისო სანქციების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, უკანონო ქმედებად ჩაითვლება ასევე გაუფრთხილებლობით ჩადენილი დარღვევაც. ცვლილებები აზუსტებს, თუ რომელი ქმედებებია დაუშვებელი ეკონომიკური რესურსების გაყინვის შემთხვევაში და განმარტავს სახსრების გაყინვის ცნებას.
საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვლება უკანონო ქცევა, რომელიც არღვევს ლიეტუვაში მოქმედ საერთაშორისო სანქციებს. ასეთ დარღვევებს მიეკუთვნება, მაგალითად, სანქციების ქვეშ მყოფი პირებისთვის სახსრებზე ან ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის მიცემა, მომსახურების გაწევა და სხვა. შეზღუდული აქტივების განკარგვის, აკრძალული მომსახურების გაწევის ან ლიეტუვის საზღვრების შეცვლის მცდელობისთვის პასუხისმგებლობა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
ამასთან, შემოდის სპეციალური დაცვის დებულებები ინფორმატორებისთვის, რომლებიც აცნობებენ ხელისუფლებას საერთაშორისო სანქციების დარღვევის შესახებ.
ცნობისთვის, მარტში დანიის მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამკაცრებს სასჯელს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის. ხოლო აპრილში ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი წევრ-სახელმწიფოებში ევროკავშირის სანქციების დარღვევის ან გვერდის ავლის დასჯის მინიმალური წესების შესახებ.
0
0