
ლიბერთი, Mastercard-თან ერთობლივ, ფინანსური განათლების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.
Mastercard-ის ბიზნესმენეჯმენტის და ფინანსების მოდული მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSME) განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც „ფინანსური განათლების პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
ამჯერად, პროექტი ახმეტაში, „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში“ ჩატარდა და კახეთში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები (MSME), მომავალი ანტრეპრენერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, 2024 წლის თებერვალში, საბაზისო ფინანსური განათლების მოდულით დაიწყო და ბიზნესმენეჯმენტის და ფინანსების მოდულით გაგრძელდა.
პროექტის ფარგლებში, Mastsercard-სა და ლიბერთის შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ერთობლივი ზრუნვა გახლავთ, სწორედ ლიბერთის აქტიური ჩართულობით ტარდება ლექციები საქართველოს რეგიონებში და იქმნება სპეციალური საშეღავათო პროდუქტები პროექტის მონაწილეებისთვის.
0
0