
„ლიბერთი ბანკი“ საკორესპონდენტო ქსელის გაფართოების და საერთაშორისო გადარიცხვების მომხმარებლისთვის გამარტივების მიზნით, ახალ პარტნიორობას „Bank of New York Mellon“-თან იწყებს.
„ლიბერთი ბანკის ინფორმაციით, წამყვან ამერიკულ ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ლიბერთი თავის მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს შორის აშშ დოლარში გადარიცხვებსა და ჩარიცხვების კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტური გზით შესთავაზებს.
დოლარის გადარიცხვებისა და ჩარიცხვებისთვის საჭირო განახლებული რეკვიზიტები უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბიზნეს, ასევე ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილ ბანკში ან ლიბერთის ფილიალებში.
„Bank of New York Mellon“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციაა საკორესპონდენტო ქსელის ბაზარზე, ხოლო მასთან თანამშრომლობის დაწყება, ლიბერთის წარმატების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. პარტნიორობის ძალაში შესვლამდე, ლიბერთიმ გაიარა მკაცრი შეფასების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ფინანსური კრიტერიუმის გარდა, სანდოობის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობდა. მადლობა ლიბერთის გუნდის თითოეულ წევრს, რომლებსაც გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ ჩვენი ბანკის, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის მუდმივ განვითარებაში და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების შეთავაზებაში”, - განაცხადა ფინანსურმა დირექტორმა, ვახტანგ ბაბუნაშვილმა.
„The Bank of New York Mellon Corporation“ ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. კომპანია 2007 წელს დაარსდა „The Bank of New York“-ისა და „Mellon Financial Corporation“-ის გაერთიანების შედეგად და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციულ ბანკს მსოფლიოში. „BNY Mellon“ სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელ მსოფლიოში. 2024 წლის მონაცემებით, ის აშშ-ის 13-ე და მსოფლიოს 83-ე უდიდესი ბანკია აქტივების მოცულობის მიხედვით.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
0
0