ლიბერიის პრეზიდენტის ჯოზეფ ბოაკაის განცხადებით, საკუთარ ხელფასს 40%-ით შეიმცირებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბოაკაი იმედოვნებს, რომ ის "პასუხისმგებლიანი მმართველობის" პრეცედენტს შექმნის და, ამგვარად, ლიბერიელების მიმართ "სოლიდარობას" დაადასტურებს.
პრეზიდენტის წლიური ხელფასი $13,400 იყო და $8000-მდე შემცირდება. როგორც ცნობილია, ბოაკაის წინამორბედმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ ხელფასი 25%-ით შეიმცირა. ხელფასის შემცირების გარდა, ბოაკაიმ პირობა დადო, რომ ლიბერიის საჯარო მოხელეები „ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამართლიან კომპენსაციას მიიღებენ“.
გაურკვეველია, აიღებს თუ არა ბოაკაი სარგებელს, როგორიცაა ყოველდღიური დანამატი და სამედიცინო ხარჯების დაფარვა. 2024 წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური ბიუჯეტი 3 მილიონ დოლარამდე თანხას მოიცავს.
”პრეზიდენტის ხელფასის შემცირება მისასალმებელია. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება ნათლად დაინახავს, სად წავა პრეზიდენტის ხელფასიდან გამოქვითული თანხა და როგორ იქნება ის გამოყენებული ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით,” - განუცხადა BBC-ს არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანდერსონ მაიმენმა.
როგორც BBC-ი წერს, ლიბერიის მთავრობის წარმომადგენლების ხელფასები ბოლო დროს ინტენსიურად მოწმდება, რადგან ლიბერიელები ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ.
დასავლეთ აფრიკაში, ყოველი მეხუთე ადამიანი დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026