-share.jpg)
ლიბერალს ეძახდნენ აგერ ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ მისი ლოზუნგია სწორედ - „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ამ ლოზუნგის იქეთ ჩვენი პოლიტიკა არ წასულა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„ლიბერალს ეძახდნენ აგერ ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ მისი ლოზუნგია სწორედ - „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ამ ლოზუნგის იქეთ ჩვენი პოლიტიკა არ წასულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე შეცდომა არ არის დაშვებული, მაგრამ არსი პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღეს არის მმართველობაში, სწორედაც ის ფასეულობებია, რაზედაც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუკი ვინმესთვის ეს თემა არის პრორუსულობის მაჩვენებელი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც რეალურად ასე ფიქრობს. მე ვფიქრობ, არა მარტო ადამიანის ტრაგედია, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია პოლიტიკურ ველზე ასეთი მოსაზრების წარმოჩენა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა, რომელთა მონაწილეებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.
0
0