
ოპოზიცია არასდროს გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ლგბტ პროპაგანდის მიმართ. ისინი ასევე ცივსისხლიანად შეხვდნენ იმ ლგბტ პროპაგანდას, რომელიც საქართველოში თითქოსდა იწყებოდა - ბავშვებისთვის წიგნების დარიგება, ფილმების და მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენებაც კი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„რასაკვირველია, ეს არის ის საფრთხე, რომელიც საქართველოს თვითმყოფადობას და სტაბილურობასაც ემუქრება. ეროვნული ინტერესია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მმართველი გუნდი პარლამენტში მომავალ კვირას წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ლგბტ პროპაგანდას აკრძალავს, თუმცა ადამიანის უფლებებს მაღალი სტანდარტით დაიცავს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
11/03/2026