26/06/2023
11:57
მსოფლიო
კვირას სტამბულში პოლიციამ ლგბტ ადამიანთა მსვლელობისას, მინიმუმ, 50 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აღნიშნულია, რომ 25 ივნისს პოლიციამ დაბლოკა ისტიკლალის გამზირზე მისასვლელი, ტრადიციული პრაიდის ღონისძიების ჩატარების ადგილი, ასევე ცენტრალური ტაქსიმის მოედანი.
გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
მისტიკ პარკში ცისარტყელას დროშებით აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს, როდესაც ორგანიზატორები კითხულობდნენ განცხადებას პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით.
აქციის შემდეგ პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა, აცხადებენ ორგანიზატორები.
Amnesty International-ის თურქეთის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიციის დაკავების დროს, სულ მცირე, ერთმა პირმა თავის არეში დაზიანება მიიღო.
ლგბტ მარში ასევე გაიმართა თურქეთის ქალაქ იზმირში, რის შემდეგაც პოლიციამ მინიმუმ 44 ადამიანი დააკავა.
0
0