
კულტურის სამინისტროსა და ლევილის ქართული ფესტივალის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ლევილის ისტორიულ მამულში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენებლად და განსაცდელში მყოფთა საოხად საეკლესიო საგალობლები და სამგლოვიარო მუსიკა შესრულდა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა და გაუქმებული საკონცერტო პროგრამის ნაცვლად, ანსამბლმა „ბასიანმა“ და ქუთაისის კამერულმა გუნდმა საეკლესიო საგალობლებითა და სამგლოვიარო მუსიკით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
გარდა ამისა, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა ტრაგედიას მიუძღვნა ორი სპექტაკლი - „ხალდე“ და „ჩემო კალამო“. ლევილის მამულში კულტურის, სამინისტროს წარმომადგენლებმა, ხელოვანებმა და საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა თანადგომა გამოუცხადეს დაზარალებულ ოჯახებს და სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
0
0