
კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში საქართველო ევროპის მასშტაბით მე-13, ხოლო მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა, რაც იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც მიღებული იქნება ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგი, რომელიც ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა, ეფექტურ მთავრობათაშორის კოორდინაციას უკავშირდება.
„მთავრობის ადმინისტრაცია პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობათაშორისი უწყებებისა და სამთავრობო ორგანოების კოორდინაციასთან, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის ეფექტიან კონტროლთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც მიღებული იქნა ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, მათ შორის რომელშიც ხვდება მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც პირველადი უწყება კოორდინირების მიზნებისთვის, ასეთ შედეგზე გავიდა საქართველო“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
0
0