
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით.
აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. ასევე ხაზი გაესვა შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობას და საქართველოს როლს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
0
0