
ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, შესაბამისი ფოტო მედიაში უკვე გამოჩნდა
ფოტოზე ჩანს “ნაცმოძრაობის” ლიდერი ეტლით. ის პარლამენტში რამდენიმე თანაგუნდელს შეჰყავს.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვა დღესაც გაგრძელდება.
30 აპრილის სხდომაზე პროექტის ფარგლებში სულ სამი მუხლის განხილვა მოესწრო.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით სესია 12:00 საათზე დაიწყება.
სწორედ 12:00 საათისთვის აპირებენ აქციის მონაწილეები კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას.
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე”, - წერია განცხადებაში.
0
0