ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლევან თედიაშვილს საზოგადოება ემშვიდობება.
სამშაბათს, 20 თებერვალს, დილის 10 საათიდან ლევან თედიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 20 თებერვალს საგარეჯოში დაკრძალავენ. ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2 -გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4 -გზის და ევროპის 3 -გზის ჩემპიონი მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973) .
თედიაშვილი დაიბადა საგარეჯოში, 1948 წლის 15 მარტს. ცნობილი სპორტსმენი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი, 1973 წელს, „საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად“ დასახელდა, ხოლო 1971, 1973 და 1974 წლებში „საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად“.
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
გადაღებულია ასევე, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი", სადაც მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს.
„ხარება და გოგიას” შემდეგ, მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. ფილმმა ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის.
0
0