
ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობა ქვეყნიდან არის წასული იმის გამო, რომ „ოცნება“ ვერ აძლევს მათ საშუალებას,შეინახონ თავიანთი ოჯახი, შესაბამისად რატომ გგონიათ, რომ სოციალური მედიის და მათი ნათესავების აქ ყოფნის ვითარებაში, ქართველმა ემიგრანტებმა არ იციან ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, რომელი საუკუნეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ემიგრანტებმა კარგად იციან, რა ხდება საქართველოში.
ავტორიტარულ სახელმწიფოებშია ასე, სადაც ეშინიათ ემიგრაციის, რომელთაც ევროპა აქვთ ნანახი, დასავლეთი აქვთ ნანახი, ზუსტად იციან ამ ქვეყნიდან რა უნდა გამოვიდეს და რა უნდა აკეთონ. ასეთი ხალხის ეშინია „ოცნებას“. ისინი ამბობენ, რომ ევროპაში ვინც ცხოვრობს, საქართველოში იმის გამო უნდა ჩამოვიდეს, რომ პროპაგანდის მიმართ ძალიან მოწყვლადები არიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ იქნება, არჩევნებზე ვინ, სად და როგორ უნდა მისცეს ხმა. ეს არის კლასიკური ავტორიტარული ნაბიჯი, რომელიც მოიწონა დუგინმა, პუტინის პირადმა პროპაგანდისტმა, ფაქტობრივად საათობრივი სიზუსტით. მარტივადაა საქმე, „ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული ემიგრაცია ერთხელ და სამუდამოდ გამოთიშოს საარჩევნო პროცესიდან“, – განაცხადა სანიკიძემ.
0
0