
სამწუხაროდ, იმ დღეს ძალიან სერიოზული ჩავარდნები იყო პირველ რიგში კომუნიკაციასთან მიმართებაშიც, - ასე პასუხობს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვას, 4 ოქტომბრის დაკავებებთან დაკავშირებით.
ლევან სანიკიძეს განცხადებით, 4 ოქტომბერს რიგი მოვლენათა ჯაჭვი არ წარიმართა ისე, როგორც პარტიაში სურდათ, რომ წარმართულიყო.
"ამასთან დაკავშირებით ძალიან ღირსეული პასუხი გასცა ირაკლი ნადირაძემაც, მაგრამ, კიდევ ერთხელ, მე ხაზს გავუსვამ იმ საკითხს, რომ, სამწუხაროდ, იმ დღეს ძალიან სერიოზული ჩავარდნები იყო პირველ რიგში კომუნიკაციასთან მიმართებაშიც. ის დღე რომ იდეალურად არ იყო ჩატარებული, მათ შორის ჩვენი მხრიდან, ეს აღიარებულია და, რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ბევრად უფრო გასაგები და სამწუხაროა თითოეული ჩვენგანისთვის ის, რომ იმ მომენტში არ აღმოვჩნდით იმ ადგილას, სადაც იყო ირაკლი ნადირაძე. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტობრივი მოცემულობა, ამას არავინ არ უარყოფს და ამის უარყოფაც, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელი იქნება. უბრალოდ, იმ დღეს რიგი მოვლენათა ჯაჭვი არ წარიმართა ისე, როგორც გვსურდა, რომ წარმართულიყო", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025