
ლევან რატიანმა სასამართლო წააგო - ამის შესახებ ცნობას “პროფკავშირი სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს
„ექთნის გამარჯვება სააპელაციო სასამართლოშიც! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! - სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრმა ექთანმა, ნინო კვაჭაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაამარცხა, ხოლო ახლა სააპელაციო სასამართლოშიც გაიმარჯვა. მან კლინიკას შრომითი დავა მოუგო. კლინიკის გენ. დირექტორის, ლევან რატიანის მიერ დასაქმებულის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებები არ დამტკიცდა. ექთანი ნინო კვაჭაძე კი აპირებს ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა არამხოლოდ თავისი სიმართლისთვის, არამედ იმისთვის, რომ ექთნებს ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და ადამიანური შრომის პირობები!
ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარი). ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა - 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე!
ამგვარი, მიდგომა აზიანებს ჯანდაცვის სისტემას მთელს ქვეყანაში. ქვეყანაში გვაქვს ექთნების კადრების ნაკლებობის კრიზისი. შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office; საქართველოს მთავრობა;“
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025