11/11/2021
11:09
სხვადასხვა
„ვინ არის სასამართლოს უპატივცემულობისთვის და ქუჩაში10-ჯერ ან 20-ჯერ არაერთგზის ჩადენილი ხულიგნობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა, ზონდერი თუ არშემდგარი პოლიტიკოსი? ჩვენ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება არ აქვს და ყველას კარგად ახსოვს, ქვეყნის არევის მიზნით ამ ვითომ უფლებადამცველმა როგორ ისარგებლა შვილმკვდარი მამის - ზაზა სარალიძის ტრაგედიით და დაბნეულობით. ხალხს ამ არშემდგარი ლიდერის ყალბი ცრემლები, სასამართლოში აყირავებული მაგიდები და ბევრი "გმირობა" ახსოვს“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook- ის გვერდზე.
მისი თქმით, ზვიად კუპრავა ამოიცნეს 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილე ზონდერების რიგშიც. თვითონ ყვებოდა კუპრავა რა ფორმით არბევდა 26 მაისს აქციის მონაწილეებს.
„აქვს ამ წარსულის ადამიანს დღეს სამართალდამცველებს კანონის აღსრულების სტანდარტები დაუწუნოს?!“ - სვამს კითხვას ნიკოლეიშვილი.
„გიორგი ონიანი კიდევ ერთი ზონდერ პოლიციელი, რომელმაც "კმარას" აქტივისტობით დაიწყო კარიერა, ბაჩო ახალაიას "ხელისბიჭობით" გაიარა 9 წელი და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსობით დაასრულა სამართალდამცველის კარიერა.
სასამართლომ ეს ვითომ პოლიციელი შსს-ში მუშაობის პერიოდში ჩადენილი არაერთი უკანონო ქმედებისთვის გაასამართლა. ონიანმა სასჯელი პოლიტიკური პარტიების მაისურების მბეჭდავ სარეკლამო კომპანიის მენეჯერის უკანონოდ დაკავებისთვის, ნარკოტიკული საშუალების ჩადებისთვის მოიხადა. ონიანმა პოლიტიკური ნიშნით დიჯეი რემბოს დაკავების გამოც აგო პასუხი.
დღეს ეს პოლიციელის მუნდირის შემლახველი, ადამიანი რომელიც ყველაფერი იყო პოლიციელის გარდა, ქუჩაში ქართულ პოლიციას შეურაცხყოფს და ხულიგნობს.
სხვათა შორის ისტორიად ქცეული კადრები უფრო ბევრს ამბობენ, ამ პერსონაზე. ონიანი განსაკუთრებით "მამაცი" აქციებზე ქალების და მათ შორის ქალი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ყოფილა“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
0
0