16/11/2021
12:25
საზოგადოება
სააკაშვილის გარშემო, სპეკულაციები გრძელდება-„შიმშილობს“,“ უკანასკნელ დღეშია“, „ საათების და წუთების ამბავია,“ “ სასწრაფოდ საჭიროებს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანას“ და ასე შემდეგ. ყოველივე ამას კი „ნაციონალური მოძრაობა,“ „პატარა ნაცები,“ მისი უფლებადამცველები, პარტ-ტელევიზიები და ცხადია ფანატიკოსი მხარდამჭერები ავრცელებენ. თან მუქარა, უნიჭო პერფორმანსები და „გრანდიოზული“ ასე, 500 კაც-ქალიანი აქციებიც არ ავიწყდებათ, პერიოდულად კი სამარცხვინო ევროპარლამენტარებიც წამოეხმარებიან ხოლმე. ტყუილს, რომ მოკლე ფეხები აქვს ბევრჯერ დამტკიცდა და ამის ნათელი მაგალითი კი იუსტიციის მინისტრის დღევანდელ(წინაც, იმის წინაც!) ბრიფინგი და ვიდეო მტკიცებულება გახლავთ, რომლის თანახმადაც „მოშიმშილე“ ტუსაღს, ყველა პირობა აქვს შექმნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულების შემთხვევაში, გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულება ყოველდღიურად აპირებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას! ცნობისათვის, არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ გადაჰყავთ მსჯავრდებულები სამოქალაქო კლინიკებში სამკურნალოდ, მით უმეტეს თუ არც მკურნალობა ესაჭიროება, თან ციხის საავადმყოფოში შესაბამის პირობებია, არც სამედიცინო-გამაჯანსაღებელ კურორტზე დასასვენებლად, მითუმეტეს, როცა ჯერ მსჯავრი მოხდილი არა აქვს. რაც შეეხება, რადიკალების ბოლო იმედს, ევროპარლამენტარების სახელისა და მანდატის შემარცხვენლებს, კარგი იქნება, ჯერ თუ თავის ქვეყნის კანონმდებლობაში ჩაიხედავენ, მერე საქართველოს კანონებს შეისწავლიან და ბოლოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც თუ შეისწავლიან, ნამდვილად გამოადგებათ, მინიმუმ საქართველოსთან მომავალი ურთიერთობებისათვის!’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024