
„სააკაშვილი წერს, რომ 7 აგვისტოს იმყოფებოდა გორში, ომამდე ერთი დღით ადრე. ანუ აღიარებს, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს. და თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ეს ხალხი როგორ დაიჭრა? ან თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, მთელი „ნაცმოძრაობა“ რატომ გაჰკიოდა, ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა და სწორედ ამ დღეს უნდა მივაგოთ პატივი გმირებს საფლავზე გასვლითო? იქნებ ჰკითხოთ ბელადის შნირებს, რომელ რიცხვში დაიწყო ომი? იქნებ ისიც ჰკითხოთ ბელადის შნირებს, განსაკუთრებით კანდელაკს, რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება სწორედ საქართველოს დააბრალეს?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები ტექსტით: „ომამდე ერთი დღით ადრე. 2008 წლის 7 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში რუსი „მშვიდობისმყოფელების“ მიერ დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა“.
0
0