27/10/2021
23:13
პოლიტიკა
ექსპერტი, აგრეთვე, IPSOS GLOBAL-ის წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს, რომელიც „მთავარი“ არხის დაკვეთით გამოქვეყნდა:
„შეიკრიბნენ, ლიდერებს მოუსმინეს და წყნარად დაიშალნენ - რა ხდება, ხოლმე ნაცების აქციებზე? შლეგი, დუჟმორეული, გადარეული, მოყვირალი, ერთმანეთის, ქვეყნისა და კაცთმოძულე გამომსვლელები, რომლებიც სახელმწიფოს გადატრიალებით და დაქცევით იმუქრებიან... დღეს კი ყველა „ქართული ოცნების“ ლიდერის გამოსვლა ძალიან ღირსეული და საქმიანი იყო, ხალხსაც რაღაცნაირი სიმშვიდე და ღირსება ეწერათ სახეზე...ამ ყველაფრის ატანა, როგორია ნაცების ვიცე-ბიო-ბელადისათვის, თვითგატაცებულის, ტუსაღი პრეზიდენტის, უფლება დამცველისთვის ნიკა გვარამიასთვის როგორია? რა არ გაუკეთებია პირდაპირ ეთერში - სისხლი დალეული აქვს, წიწაკა ნაჭამი აქვს, ფქვილი შეიფრქვია, პერანგი გაიხადა, აიცრა, დაიცრა, ახლა რა ქნას? ხოდა, ადგა IPSOS კვლევებს აქვეყნებს, და რა თქმა უნდა ამ კვლევებით „ნაცები“ იგებენ, ვაი რა დღეშია ხოლმე საქართველო გვარამიას რომ უსმენს?! დაჯდა და ჩამოწერა, ციფრები, აი ზუსტად ისე როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში- დაჯდა გვარამი და გაიქარვა დღევანდელი აქციით მიღებული ვარამი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
0
0