21/10/2021
11:36
პოლიტიკა
,,გუშინ, მელიამ მამუკა ხაზარაძე, თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ რა გახარებული იყო "ლელო"-ს ლიდერი გეგონება მართლა მერის მოადგილე დანიშნეს, როგორც იქნა აღიარეს ნაციონალებმა, თუმცა ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა. ისე, ცალკე ნიკანორი და ცალკე მამუკა ხაზარაძე ცოტა თავშეკავებულები თუ იქნებიან ცუდი არ იქნება- ბელადი სააკაშვილი, მათ გამო შემოიპარა, დაიჭირეს, ციხეში ზის, შიმშილობს და ესენი არც კი ეკითხებიან არაფერს, დავიჯერო ეს უდიდესი საკადრო გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებულია? ბოლოს და ბოლოს მიშასთვისაც მიეცათ ერთი თანამდებობა, კაცი ციხეში დაჯდა და ჩრდილოვან კაბინეტში ვერ დაჯდებოდა? გაუხარდებოდა მაინც! ეს არის თქვენი სოლიდარობა? ტუსაღ ბელადს კი დრო და დრო წამოსცდება ხოლმე ვინ ვინ არის!’’ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
0
0