
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დადებით რეაგირებას ელოდება პრემიერ-მინისტრის წერილზე, თუმცა მზად არის ყველაზე "ცუდი სცენარისთვისაც" - ცუდ სცენარზე, რადიო "სივრცის" ეთერში გადაცემა "სივრცეში ეკა ვეფსხვაძესთან" , ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ცუდი სცენარია თუ გარიგება შედგება რუსეთსა და ამერიკას შორის არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელ რეგიონთან დაკავშირებით და ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ საქართველო და მთელი შავი ზღვის რეგიონი უკრაინის ჩათვლით, რუსეთის გავლენის სფეროა. თუმცა, მახასვილის ხაზს უსვამს, რომ ეს შესაძლებელია თეორიულად და თავად ამის მოლოდინი არ აქვს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამიტომ არის ძალიან ფრთხილად, რომ არ შეასკდეს ზოგიერთ რეგიონულ თუ საერთაშორისო აქტორს.
"ყველაზე ცუდი სცენარია რომ საქართველოს თავი დაანებონ, ამერიკამ თქვას რომ არ აინტერესებს ჩვენი რეგიონი. ამიტომ, ფრთები ჩვენ თვითონ არ უნდა მოვიჭრათ“ - განაცხადა მახაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს განვლილი გზა თუ რიტორიკა რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, არ უნდა გახდეს საქართველოში ომის დაწყების საფუძველი.
"აქ გავლენის სურვილი რუსეთსაც აქვს და ყველა ახლო თუ შორეულ მეზობელს, რაც ლოგიკურია ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე. ხელისუფლებამ ეს ინტერესები ისე უნდა მართოს, რომ მათ არ მოიტანონ ჩვენ ქვეყანაში ომი, კონფლიქტი და დაპირისპირება. ხელისუფლებამ ამ ინტერესების სათანადო და კომპეტენტური მართვით შესაძლებლობები უნდა გააჩინოს," - განაცხადა მახაშვილმა და აღნიშნა, რომ შიდა ერთიანობის გარეშე, საგარეო პოლიტიკაში მანევრირება რთული იქნება.
0
0