
„ოპოზიციის ალიანსის“ ინტერესი სხვაგანაა, სხვა ქვეყნებში და არა საკუთარ მოსახლეობაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსი“ მოსახლეობის ინტერესებს არ ეფუძნება და მათთვის მთავარი ძალაუფლების გადანაწილებაა.
„აქცენტი როცა გადატანილია ფორმაზე და არა შინაარსზე, ნებისმიერი ასეთი პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული. მათ არც კარდაკარ და არც სადმე სიარული არ უშველით, თუ შინაარსი მოსახლეობასთან მისვლა და მათი ინტერესების გათვალისწინება არ არის. დანარჩენი ყველაფერი ზედაპირულია. მათი ინტერესი სხვაგანაა, სხვა ქვეყნებში და არა საკუთარ მოსახლეობაში. როცა ასეთი ზედაპირული პლატფორმები იქნება, ეს იქნება ყალბი. როცა რაღაცას ფესვი და საფუძველი არ აქვს, ალიანსი ერქმევა თუ სხვა რამე მარცხისთვის განწირულია. ლამაზი სიტყვებით „ალიანსი“ შექმნეს, რაღაც ფერებით, თუმცა შექმნილი არ ჰქონდათ და უკვე დაპირისპირებაზე გადავიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს მოსახლეობის ინტერესებს არ ეფუძნება, ემყარება ძალაუფლების და ეგოების გადანაწილებას“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026