05/03/2026
23:41

ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართელოში არსებობს ინსტიტუტი, ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს.
„ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ. პირდაპირი მონიშვნაა, რომ აქ დრონები და ბალისტიკური რაკეტები უნდა ჩამოყაროთო. წითელი ალმის აფრიალებაა, რომ ესეც [საქართველო] იყოს სამიზნე. ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რა არის და რა არ არის საქართველოში. ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა, რაც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებაში და შესაძლებლობაში, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში. მარტივი სქემაა. ჩვეულებრივი პაიკები არიან ამ პროცესში, რადგან გეოპოლიტიკური დაპირისპირების ავტორები არიან სხვაგან“, - აღნიშნა მახაშვილმა.
0
0