
რომ გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ეს პროცესი ჭირვეული ბავშვის საქციელს ჰგავს.
„თითოეული გამოვლინება, ეს იქნება ელჩის ქმედებები, ინფორმაციის განახლებაზე უარის თქმა თუ ა.შ. ეს ბუნებრივი პროცესია და ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. მთავარია ის, რომ გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს
მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება აქვს. სადაც ტექნიკურად ამის საშუალება მიეცემათ, საქართველოს მიმართ საკუთარ უპატივცემულო დამოკიდებულებას ასე ავლენენ. სხვა ყველაფერი დროებითი ჭირვეულობაა, რომელსაც მოევლება, მათ შორის ახალი ელჩის პირობებში, რომ გაუგებრობები წარსულს ჩავაბაროთ და ურთიერთპატივისცემით ურთიერთობა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ახალი ელჩის პირობებში მოხდება“, – განაცხადა მახაშვილმა.
გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“.
0
0