12/03/2026
13:49

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საზოგადოებამ მოისმინა ის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისმენდა, რომ ქვეყნის გარედან მხარს უჭერენ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით დიალოგის მოწინააღმდეგე არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ დებატებზე სახელმწიფოს, სუვერენიტეტის, ხალხის არჩევანის, არჩევნების, პარლამენტის, ყველაფერი იმის სრული იგნორირება იყო, რისგანაც სახელმწიფო შედგება.
„მოვისმინეთ იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან და თავად აღიარებენ, რომ დიახაც, ამა თუ იმ საქმეებში დამნაშავეები არიან. ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთისგან დაფინანსებას იღებს, ცდილობენ, მისგან წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ. საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარში „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატები გაიმართა.
0
0