
არ ვიცი, რობინ დანიგანს რეალურად რა ამოძრავებს და რატომ აკეთებს ასეთ ხისტს შეფასებებს ამ კომუნიკაციასთან, ზოგადად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, მთავარი მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაა და ამიტომ, ხისტი შეფასებებისგან თავს შეიკავებს.
„მინდა, ფრთხილი ვიყო ჩემს შეფასებებში, რადგან, მისგან განსხვავებით, ხელი არ შევუშალო საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არის გაუქმებული ტელევიზიის ინტერვიუ ყოფილ მაღალჩინოსანთან, ყოფილ ელჩთან, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ურთიერთობების გადატვირთვა, ამიტომ ასეთი ხისტს შეფასებებს მოვერიდები. თავად განმარტოს, ასეთი ხისტი შეფასებები რატომ გააკეთა ამ ნაწილში. ყველას მოვუწოდებ, მათ თუ რეალურად აქვთ ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი, მოერიდონ მსგავს შეფასებებს. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრის კომუნიკაცია იყო. მან თავადაც გააკეთა განცხადება. როგორც საჯარო განცხადებით, ასევე არასაჯაროდაც მას ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდა. ოღონდ რა წერილზეა საუბარი, ამ წერილზე, თუ სხვა წერილზე, არ ვიცი.
არაფერი დასამალი არ არის. ერთდერთი, რასაც აქცენტს ვაკეთებ და მიკვირს, არის ის ხისტი შეფასებები, რაც ყოფილმა ელჩმა გააკეთა კომუნიკაციასთან დაკავშირებით. მე ასე ნამდვილად არ შევაფასებდი. საბოლოო ჯამში, დღეს შალვა პაპუაშვილმაც აღნიშნა, რეალურად თანამდებობიდან ვის მოუწია წასვლა და რა აღიქვეს ცუდად, შეუსაბამოდ ამერიკის ინტერესებთან დაკავშირებით, მგონი, ნათელია. დღეს ვინ არის ყოფილი პოზიციით წარმოდგენილი, მგონი, გასაგებია. მოვერიდოთ ხისტი შეფასების გაკეთებას. დღეს ამ ურთიერთობების გადატვირთის ძალიან ფაქიზი პროცესია. თითოეულ მონაკვეთში უხეში, არასწორი და ცუდი ინტერპრეტაციით გაკეთებული განცხადებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების გადატვირთვას. ჭორაობა არ მინდა გამომივიდეს ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ ვიცი მას რა ამოძრავებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწობს კარგ და პოზიტიურ კონტექსტში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, წერილში არანაირი მუქარა არ ყოფილა და აღნიშნა, რომ არ უნდა, წერილის დეტალებში შევიდეს.
„თავად ჰკითხეთ, რა შეიძლება, აღექვა ან ამ წერილიდან ან ზოგადად ჩვენი ურთიერთობიდან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, საჯაროდაც გვითქვამს, ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები აღვადგინოთ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. სად არის აქ მუქარა და გადაჭარბებული ან ჩვენი პოზიცია, ან შეფასება, არ ვიცი. ეს არის იმ ტელევიზიასთან ინტერვიუ, რომელსაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი იმდენად არ ენდობა, რომ გააუქმა. ამიტომ მე არ მაქვს არანაირი მიზეზი, ამ შეფასებას თვალდახუჭული ვენდო. რა წერია წერილში, თვალდახუჭული ვერ ვენდობი იმ ტელევიზიას, რომელივ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არის პროპაგანდის რუპორი და გააუქმა. მე ვიცი, ჩვენი გუნდის პოზიცია რა არის. ვიცი, რა კომუნიკაცია გვქონია და სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ქალბატონმა ელჩმა ზედმეტად ხისტი შეფასებები გააკეთა და ჩემთვის გაუგებარია. გარდა იმისა, რომ ამის გამო ეჭვი შევიტანო იმაში, ხომ არ არის ამ ურთიერთობის აღდგენის სპეციალურად შემაფერხებელი პროცესი. ვეღაცები ხომ არ არიან დაინტერესებული ამ ურთიერთობების აღდგენის შეფასებით და ამიტომ ხომ არ აკეთებენ მსგავს ხისტ განცხადებებს. თითოეული ეს დეტალი თავად უნდა განმარტოს. როცა ურთიერთობების გადატვირთვაზე ეს თავისით კი არ ხდება, გადატვირთვის მთავარი არსია, რომ აშშ-სა და ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად ერთმანეთს დავამთხვიოთ. ჩვენგან ახალი ელჩის მთავარი საქმე და მიზანიც, დიპლომატიური მთავარი ინსტრუქცია იქნება სწორედ ამ საერთო წერტილების გამონახვა. ასევე ჩვენ გვაქვს მათგან პოზიცია, რომ მათი ელჩიც იქნება დროულად დანიშნული. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ტექნიკური, პროცედურული თუ პოლიტიკური გადასახედიდან. ურთიერთობების გადატვირთვის რამდენიმეთვიანი პროცესი იქნება და ჩვენ მხოლოდ იმედს გამოვთქვამთ, საერთო გადაკვეთის წერტილებს ვიპოვით, რასაც ჩვენი შემდგომო ურთიერთობები დაეფუძნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„რადიო თავისუფლებამ“ 6 ივლისს გაავრცელა აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი, სადაც დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“. ამასთან, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა ასევე განაცხადა, რომ სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან ჰქონდა პასუხი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, მარკო რუბიოსგან. მისივე თქმით, რუბიომ სთხოვა, ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო.
0
0