14/03/2026
19:22

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში მედიასთან შეაფასა.
„აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი [პატრიცია გჟებიკი] არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ფაქტობრივად თანამშრომელი. ხელშეკრულებებით მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს. ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია - ეს ყველაფერი პირდაპირ გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელს ხელი მოაწერა იმ ადამიანმა, ვინც დავალებებს იღებს პოლონეთის მთავრობისგან, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პატრიცია გჟებიკის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.
0
0