
"ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება, იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც იკრიბებიან ფაქტობრივად ყოველდღე უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას", - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების თემაზე საუბრობს.
"ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება, იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც იკრიბებიან ფაქტობრივად ყოველდღე უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას. იქ ყველა ხედავს, თუ როგორი სიტყვებით ილანძღებიან. ძალიან რთულია გააკონტროლო შტაბში მყოფი ადამიანები, ვინაიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ყველა თაობის ადამიანი იმყოფება აქ, გოგოებიც, ბიჭებიც, კაცებიც, ქალებიც. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც ღირსებას ეხებიან დ ისეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და თუ არ ვცდები, დღესაც დაგეგმილი აქვთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ არ გავიდეს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
0
0