04/02/2023
13:35
სპორტი
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ წესდების დარღვევისთვის და გარიგებული თამაშებისათვის სფფ-ის სუბიექტობიდან გარიცხეს ზუგდიდის „დინამო“.
პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, სადაც კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო. საბოლოოდ, 28 დელეგატიდან ყველამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი აირჩია. ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის 15 თებერვალს.
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მესამედ აირჩიეს. 2-2-ჯერ აირჩიეს ნოდარ ახალკაცი (1990, 1994), მერაბ ჟორდანია (1999, 2002) და ნოდარ ახალკაცი უმცროსი (2005-2007, 2007-2009), ერთხელ პოსტს იკავებდა ზვიად სიჭინავა (2009-2015).
2007 წლის 13 მაისს პრეზიდენტად გიორგი ნემსაძე აირჩიეს, მაგრამ ის ყველაზე ხანმოკლე პერიოდით იყო სფფ-ს თავკაცი – ნემსაძემ გადადგომაზე განცხადება ზუსტად ერთ დღეში, 14 მაისს გააკეთა.
0
0