
ბოლო რამდენიმე დღეა, დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას, ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი, აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მარცხი გარდაუვალია.
„ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე. ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს, ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია. ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ. უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში, 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ. უპირობოდ ვიმარჯვებთ. ვმობილიზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად. საქართველოს გაუმარჯოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი“, – წერს ხაბეიშვილი.
0
0