
გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!- ამ გზავნილით მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს.
ლევან ხაბეიშვილის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში ტელევიზორთან და გამარჯვების აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ.
ადვოკატის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე.
„არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
0
0