
ლევან ხაბეიშვილი და ბოიკოტში მყოფი პარტიები, ის 4 ოქტომბერი რომ დაღამდება, რას აკეთებენ? რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია, ეს კითხვა უნდა დავსვათ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურად არამდგრად გარემოში, ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, რათა ხალხმა შავის და თეთრის განსხვავება შეძლოს.
„4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გადაწყდება. გადაწყდება შევდივართ თუ არა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის ახალ ბრძოლაში, დაბრუნების იმ პრივილეგიების, იმ სასტარტო პირობებისა და პოზიციების, რაც გვქონდა. სწორედაც საინტერესო ის არის, რომ ბოიკოტში მყოფი პარტიები და მათ შორის ხაბეიშვილი, რომელიც ამ რაღაც სოციალურ გამოკითხვას აქვეყნებს და კითხულობს ვინ რას იზამს. აი, 4 ოქტომბერი რომ გათენდება, გაივლის ეს დღე, ჩატარდება არჩევნები, მოსახლეობა წავა არჩევნებზე, თავის პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, რადგან დარწმუნებული ვარ, უმძიმესი მდგომარეობაა. არა მხოლოდ დედაქალაქში, ყველა რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა, ხალხო სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეშია. ამ ხალხს სჭირდება რაღაც ახალი, მოქალაქეზე მორგებული და ეს პროცესი აუცილებლად ასე წარიმართება.
ლევან ხაბეიშვილი და მისნაირები, ის სხვა პარტიები, რომლებიც ბოიკოტში იმყოფებიან და ოპოზიციის ოპოზიციაში არიან, დღის ბოლოს, ის 4 ოქტომბერი რომ დაღამდება რას აკეთებენ?! აი, რას ნიშნავს იმ შინაარსში, რა ნარატივიც აქვს გამოდებული – მშვიდობიანი რევოლუცია, აი ეს კითხვა უნდა დავსვათ. ამ კითხვაზე თუ რომელიმე მათგანი, ხაბეიშვილის თამადობით, მინიმალურად პასუხს გასცემს ზუსტად იმ 4 ოქტომბრამდე, რაღაც პასუხი ხომ უნდა იყოს? რას აკეთებს 4 ოქტომბრის დღე რომ დაღამდება, როგორ სრულდება ეს დღე?! რას ნიშნავს განმარტოს და აი, მას მერე რაღაცნაირად, ჩვენც გავაკეთებთ ალბათ შეფასებას. შეუძლებელია ამ ყველაფრის შეფასება. უბრალოდ არ შეიძლება, რადგან ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეიძლება დღევანდელ პოლიტიკურ არამდგრად გარემოში, მაშინ, როცა ამ ხელისუფლებამ მართლა გადაგვჩეხა და ევროპულ, დასავლურ რელსებზე აღარ ვდგავართ, არ გამოვიყენოთ ეს პოლიტიკური ბერკეტი, ტექნიკა და შანსი, რომ მივიდეთ ხალხამდე და დავანახოთ განსხვავება თეთრსა და შავს შორის. ჩვენი გზა იყო, არის და დარჩება ნამდვილი მშვიდობიანი გზა. ნამდვილი მშვიდობიანი გზა არის ნებისმიერი ტიპის ფორმალური, აღიარებული პოლიტიკური ტექნიკის გამოყენება“, – განაცხადა თევზაძემ.
0
0