09/06/2023
16:43
პოლიტიკა
საკრებულოს სხდომაზე, „ცენტრ პოინტის“ პროექტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მიიღეს. თბილისის მუნიციპალიტეტი „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტს ახორციელებს. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, გიორგი სააკაძის მოედანზე არსებობს ობიექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს აკმაყოფილებს.
„სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით გამოცხადებული იყო ტენდერი და კომპანიას უნდა დაეწყო სამუშაოები. სწორედ ამ დროს პროკურატურის მხრიდან კიდევ 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემა მოხდა მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ 4 ათასი კვადრატულით დამატებით დაგვეკმაყოფილებინა ოჯახები. ასევე კომპანია, რომელმაც მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა, დამატებით დაზარალებულებსაც დააკმაყოფილებს. ჯამში დამატებით 58 ოჯახი შეგვყავს ამ პროექტში,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
0
0