
რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, არცერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა - ამის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა:
"გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო იმისთვის შესაბამისი, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა ეს მაინც ხდებოდა.
მთავარი მოთხოვნა არის რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ეს არის 1 წლის მანძილზე ადამიანების რაღაც ჯგუფის აკვიატება, ეს არაფერს კარგს არ იძლევა. რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავებას არ მივესალმები და უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დაკავებებისა და ჯარიმების გარეშე დასრულდეს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, რომ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება გადაკეტოს გზა, ეს ყველგან ასეა - რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, არცერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0
მძიმე ავარია აბაშაში - დაშავებულია ათი პირი
24/10/2025