03/12/2024
14:04
სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ეფექტურად გამოიძიოს აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებული საქმეები.
იოსელიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებმა არ გადაამეტონ ძალას.
„დაკავებულების შესახებ, უკვე ოთხი დღეა, ვავრცელებთ ინფორმაციას. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ უკვე დაახლოებით 160-მდე ადამიანი მოვინახულეთ და ყველა მათგანს ინდივიდუალურად ჩამოერთვა ჩვენება, შედგა ოქმი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების 80 პროცენტი არის ნაცემები. ისინი მიუთითებენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. ყველა ასეთ შემთხვევაზე მოვახდინეთ რეაგირება და ეს მასალები გავაგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს საქმეები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უარი თქვას ადამიანების ასეთი მეთოდებით დაკავებაზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.
0
0