
ლევან იოსელიანი რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 4 თებერვალს რუსთავის მე-12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.
სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს, გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს: ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.
სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0