
ბატონმა გიორგი შარაშიძემ კაცობისკენ მომიწოდა, მადლობა მოწოდებისთვის - მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს საქმიანობას ობიექტურად ვასრულებ და თქვენ იმიტომ ხართ უკმაყოფილო, რომ რაც თქვენ მოგწონთ, იმას მთლიანად არ ვამბობ, ან რაც ვიღაცას მოსწონს, არ ვიცი, იქნება ეს პარტია თუ ვინც არ უნდა იყოს, - ასე უპასუხა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, რომელმაც გმირობისკენ და ვაჟკაცობისკენ მოუწოდა.
ლევან იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, როდესაც ის პარლამენტში იქნება, უფრო შინაარსობრივი კითხვები იქნება დასმული და ნაკლები პოლიტიკური განცხადებები.
„ბატონმა გიორგი შარაშიძემ კაცობისკენ მომიწოდა, მადლობა მოწოდებისთვის - მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს საქმიანობას ობიექტურად ვასრულებ და თქვენ იმიტომ ხართ უკმაყოფილო, რომ რაც თქვენ მოგწონთ, იმას მთლიანად არ ვამბობ, ან რაც ვიღაცას მოსწონს, არ ვიცი, იქნება ეს პარტია თუ ვინც არ უნდა იყოს.
არავის სასარგებლოდ მე არ ვსაუბრობ. მე სტანდარტების სასარგებლოდ ვსაუბრობ და ამ სტანდარტებში თქვენს მიერ ნათქვამი შემთხვევა ჯდება, ორი რეკომენდაცია გავეცით შსს-სა და სუს-ის მიმართ, გიორგი გახარიას დაცვის უფლების ნაწილში და რეკომენდაციის გაცემა ნიშნავს, რომ უფლების დარღვევა დავადგინეთ, სხვა შემთხვევაში არ გავცემდით.
იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა პარლამენტში მოვალ, კითხვები უფრო შინაარსობრივი იქნება, ანგარიშიდან გამომდინარე და იმ საკითხებზე, რომელიც ანგარიშშია ასახული და ნაკლები იქნება პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ჩემთვის პრობლემა არ არის, უბრალოდ, მე არ ვარ ასეთი კითხვების ადრესატი“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0