
მე არ მინდა, რომ ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა, ძალიან ბევრია პოლიტიკაში ისეთი ადამიანი, ვინც ამას ამართლებდა და ამის მონაწილე იყო - ამის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, "ტვ პირველის" ეთერში, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა მომხდარა სხვა ქვეყანაშიც და ამ კუთხით, საქართველო პირველი ქვეყანა არ არის:
"ერთი რამ ვიცი ზუსტად, ადამიანები, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა. მე არ მინდა, რომ ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა, ძალიან ბევრია პოლიტიკაში ისეთი ადამიანი, ვინც ამას ამართლებდა და ამის მონაწილე იყო.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც, პირველი შემთხვევა არ იქნება საქართველო, გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0
მძიმე ავარია აბაშაში - დაშავებულია ათი პირი
24/10/2025