
უნგრეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და ბულგარეთი და კასპიის რეგიონი-კავკასია-შავი ზღვა-ევროპის "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" შექმნას გეგმავენ. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ხარჯების შემცირებას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტო ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ველით, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება ათწლეულის ბოლოსთვის და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ეფექტური, პროგნოზირებადი, ეკოლოგიურად სუფთა და ხარჯთეფექტური გზით“, - თქვა სიიარტომ.
პროექტის ფარგლებში ქვეყნები გეგმავენ შავი ზღვის ფსკერზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი (1100 კმ) წყალქვეშა ელექტრო კაბელის გაყვანა. დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის იმპორტს და გაზრდის ცენტრალური ევროპის კონკურენტუნარიანობას. ელექტროენერგიის ფასი რეგიონში ამჟამად სამჯერ-ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში ან ჩინეთში, - დასძინა მინისტრმა
პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა უკვე შექმნეს ერთობლივი საწარმო პროექტის განსახორციელებლად და რომ მას მალე ბულგარეთი შეუერთდება.
ელექტროენერგიის იმპორტის გარდა, პროექტი შეიძლება მოიცავდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას, რაც კიდევ უფრო გააერთიანებს რეგიონის ციფრულ ინფრასტრუქტურას.
„ინვესტიცია სავარაუდოდ გადააჭარბებს 10 მილიარდ ევროს და გახსნის განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებს ევროპისთვის“, - თქვა სიიარტომ.
საქართველოდან შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობდა.
0
0