
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი ცისია კირვალიძე ავრცელებს.
“5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა.
ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”, – დაწერა კირვალიძემ.
თავად ბერძენიშვილმა თავდასხმის შესახებ კომენტარი „ფორმულასთან“ გააკეთა.
“ვიღაც მოქალაქე შემხვდა და არ მომცა გავლის საშუალება, სანამ არ მაგინა და ერეკლე მეფე არ დაიცვა ჩემგან. კვერცხი ისროლა, მაგრამ მანქანას მოხვდა. დაზიანება არ მაქვს. ზონდირებული ჰყავთ ხალხი და ალა-ალაგ აგზავნიან ხოლმე. ადამიანი იყო შეურაცხადი, ვერ გავიგე, რა უნდოდა. გავიგე, რომ ერეკლეს იცავდა, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვა, რომ არ გეთანხმები, არა, მაინც და მაინც ის უნდოდა, სანამ დედის გინება არ დაიწყო, ვერ შეიკავა თავი. პოლიცია არ ყოფილა იქ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
0
0