ლევან ახალკაციშვილს ოჯახი 6 დღეა უშედეგოდ ეძებს. მამაკაცი სოფელი მარტყოფიდან დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"მეგობრებო, ბევრი მყავხართ ჟურნალისტი და ზოგადად, აქტიური ადამიანი. დავეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში ოჯახს - მამაკაცი დაიკარგა და 6 დღეა, უშედეგოდ ეძებენ. რაც უფრო გავავრცელებთ ინფორმაციას, უფრო დიდი იქნება მისი პოვნის შანსი. შეგიძლიათ, მეც მომწეროთ ნებისმიერი კითხვა ან ინფორმაცია, ჩემი ძმის მეგობრის ძმაა.
ინფორმაცია: სოფელ მარტყოფიდან დაიკარგა მამაკაცი, ლევან ახალკაციშვილი, დაბადებული 1984 წელს. სახლიდან 19 ივნისს გავიდა, თან ჰქონდა ნახევრად შავი და ნახევრად წითელი ჩანთა. არ აქვს ტელეფონი, ეძებს პოლიციაც. სავარაუდო ლოკაციებზე შეამოწმეს კამერებიც, მაგრამ არსად ჩანს. ბოლოს მარტყოფის მიმდებარედ ნახეს.
თუ ვინმე ასეთი გარეგნობის მამაკაცს დაინახავს, დაუკავშირდეს ოჯახს: 555 96 39 08 ელგუჯა ახალკაციშვილი." - წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
0
0