09/03/2022
14:49
პოლიტიკა
საკრებულოს წევრის განცხადებით, თბილისის მერიამ, მოქალაქეების ჩართულობით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დახმარებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეაგროვა.
“თბილისის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის პროცესში. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ინფრასტრუქტურა უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ასევე, ამოქმედდა თბილისის მერიის ცხელი ხაზი, სადაც უკრაინის მოქალაქეები საჭირო ინფორმაციას მიიღებენ“, - აცხადებს ლევან არველაძე.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, საკრებულოსთან ერთად უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.
0
0