
მისივე თქმით, მიწისქვეშა სამგზავრო ტრანსპორტის ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიცია საკითხს, მისთვის ჩვეული ბინძური მეთოდებით აყენებს.
„თბილისის მეტროს განახლების პროექტი „იბიარდ“-ის მიერ გამოყოფილი ტრანშის საფუძველზე ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც შპს “სატრანსპორტო კომპანია” გეგმავს მეტროს ვაგონების შესყიდვას. ტექნიკური სატენდერო დოკუმენტაცია,
ავსტრიულ საერთაშორისო საინჟინრო კომპანია „ILF“-სთან ერთად შემუშავდა რის საფუძველზეც მოხდა საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.
„იბიარდ“-ის მიერ დადგენილი სატენდერო და ტექნიკური პირობების საფუძველზე, გამოცხადებულ ორეტაპიანი ტენდერში, რომელიც 2 წლის განმავლობაში მათ ოფიციალურ საიტზე იყო გამოქვეყნებული, გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მეტროვაგონმაში“.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „იბიარდ“-მა თანხის ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. ველოდებით „იბიარდ“-ის ბორდის გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებაც იქნება მათი მხრიდან მიღებული ჩვენ მას დავეთანხმებით“, - განაცხადა ლევან არველაძემ სხდომაზე.
0
0